დეველოპერებისთვის

პლატფორმა მუშაობს Affiliate გაყიდვების პრინციპით. Affiliate მიდგომა გაყიდვების პროცესის დეცენტრალიზაციას გულისხმობს. მისი მეშვეობით აქტივის რეალიზაციაზე მუშაობს სხვადასხვა გამოცდილების და უნარების მქონე ასეულობით ადამიანი. ჩვენ ვპოულობთ ამ ადამიანებს, ვარეგისტრირებთ მათ Leadin-ის სისტემაში, რის შემდეგაც მათ ენიჭებათ ბროკერის სტატუსი.

როგორ მუშაობს?

ბროკერების მიზანია სწრაფად მოიძიონ ბინის მყიდველები და დააკავშირონ ისინი დეველოპერულ კომპანიას. შესაბამისად, დეველოპერული კომპანიის შეთავაზება ყველაზე მიუწვდომელ მყიდველთა ჯგუფებშიც კი აღწევს.

ვინ არიან Leadin-ის ბროკერები?

პირადი
ბანკირები

მათ ზუსტად იციან კლიენტების ფინანსური მდგომარეობა და სურვილები. შეუძლიათ ყველაზე მიზანმიმართულად გააკეთონ შეთავაზებები.

ემიგრანტები

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ viber-ის, whatsapp-ის, facebook-ის და სხვა პლატფორმების დახურულ ჯგუფებს იყენებენ. Leadin-ის პარტნიორი დეველოპერული კომპანიების შეთავაზებები სწორედ ამ ჯგუფებში ხვდება.

ქართველი
რეალტორები

მათ პირდაპირი კავშირი აქვთ მყიდველებთან და ზუსტად იციან სად უნდა ეძებონ მყიდველები. Leadin-ის პლატფორმა მათთვის დამატებითი კომფორტია დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობისთვის.

უცხოელი
რეალტორები

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ეძებს ბინას საქართველოში, მისთვის შეთავაზების ყველაზე ეფექტურად და მოკლე დროში გაკეთება მისივე ეროვნების ბროკერს შეუძლია.

მარკეტერები

ციფრული მარკეტინგის შესაძლებლობები მუდმივად ფართოვდება. ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს შეუძლიათ მიწვდნენ ბინის მყიდველებს ინოვაციური მეთოდებით და შესთავაზონ მათ თქვენი უძრავი ქონება.

2021 წლის შედეგები

რეგისტრირებული
პარტნიორი
1778
გაგზავნილი
მყიდველი
3159
გაყიდული ბინა
297
შეფასება

რას ამბობენ
ბროკერები ჩვენზე?

ნიკა მახარაძე

პირადი ბანკირი

" Leadin-ის დახმარებით ჩემს ხელთ არსებული რესურსები ვაქციე დამატებითი შემოსავლის წყაროდ. "

დალი ნინუა

რეალტორი

" leadin-თან პარტნიორობის შემდეგ შესაძლებლობა მაქვს მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზო ბინით დაინტერესებულ მყიდველებს. "

ცოტნე ახობაძე

მარკეტერი

" ციფრული სამყარო შესაძლებლობას მაძლევს სწორად დაგეგმილი სტრატეგიით მარტივად მოვიძიო რეალური მყიდველები. "

ნუცა სიყმაშვილი

Facebook ჯგუფის მფლობელი

" ჩვენს ჯგუფში ამჟამად 100000ზე მეტი მომხმარებელია გაწევრიანებული. leadin-მა მომცა შესაძლებლობა თავისუფალი გრაფიკით, სახლიდან გაუსვლელად საკმაოდ დიდ აუდიტორიას შევთავაზო დეველოპერული კომპანიების გასაყიდი ბინები. რაც მთავარია, ვიცი რომ ჩემი უფლებები დაცულია და ბინის გაყიდვის შემთხვევაში აუცილებლად დამერიცხება კუთვნილი საკომისიო."

თამარ ერქომაიშვილი

ემიგრანტი

წლებია საბერძნეთში ვარ და აქ ვმუშაობ. სრულიად შემთხვევით გავიგე Leadin-ის შესახებ და მივხვდი , რომ კარგი შესაძლებლობა იყო აქ მცხოვრები ქართული სათვისტომოსთვის შემეთავაზებინა ბინები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ Leadin-ის ყველა თანამშრომელი მაქსიმალურად ცდილობს პარტნიორების ინტერესების დაცვას, რაც პირდაპირ ისახება ბროკერების მუშაობის ხარისხზე.

მიღებული მყიდველების მარტივად მართვა

Leadin-ის მეშვეობით მიღებული მყიდველები ერთიან ბაზაში იყრის თავს.

შედეგად, თქვენ თავიდან აირიდებთ ყველანაირ გაურკვევლობას და ზუსტად გეცოდინებათ როდის მიიღეთ მყიდველის მონაცემები.

ასევე, ბაზიდან შესაძლებელია მყიდველებთან მოლაპარაკების სტატუსის მონიტორინგი და მართვა.

დაინტერესდით?

+995 592 00 60 63
info@leadin.ge
Thank you! Your submission has been received!
Oops! Something went wrong while submitting the form.