როგორ მუშაობს?

1. სისტემაში რეგისტრაცია

ლიდინის პარტნიორის სტატუსის მისაღებად აუცილებელია სისტემაში რეგისტრაცია. Რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ღილაკს “სისტემაში შესვლა”, შემდგომ ღილაკს “რეგისტრაცია” და მიუთითეთ თქვენი მონაცემები.

2. ვერიფიკაციის პროცესი

Რეგისტრაციის შემდგომ, ჩვენი გუნდი განიხილავს თქვენს სარეგისტრაციო განაცხადს. ვერიფიკაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ლიდინის პარტნიორის სტატუსს და გექნებათ წვდომა პლატფორმაზე.

3. Შეთავაზებები

ლიდინის პლატფორმაზე მოცემულია 50-ზე მეტი დეველოპერის 60-ზე მეტი პროექტი. გასაყიდ ბინებზე სრული ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ პლატფორმაზე რეგისტრაციის და ვერიფიკაციის პროცესის გავლის შემდგომ.

4. Მყიდველის მოძიება

მყიდველების მოძიების სტრატეგია და მეთოდები ინდივიდუალურად მუშავდება ბროკერების მიერ. თუ თქვენ გარშემო ვინმე ეძებს ბინას, ან სხვა გზებით შეგიძლიათ პოტენციური მყიდველების მოძიება, ამ შემთხვევაში გაქვთ შესაძლებლობა, რომ გამოაგზავნოთ მყიდველები და გამოიმუშავოთ მითითებული საკომისიო.




5. მყიდველის გაგზავნა

მყიდველების გაგზავნა სულ რამდენიმე ველის შევსებით არის შესაძლებელი. თქვენ მიერ გაგზავნილი მყიდველების მონაცემები პირდაპირ ისახება დეველოპერული კომპანიის ბაზაში.

6. Სტატუსის Მონიტორინგი

მყიდველის კომპანიასთან გაგზავნის შემდეგ თქვენ აღარ გიწევთ პროცესში ჩართულობა. ამ ეტაპიდან Leadin-ის გუნდი ერთვება საქმეში და ჩვენ ვახორციელებთ ლეგალური თუ საოპერაციო საკითხების მართვას და მონიტორინგს.

თქვენ შეგიძლიათ მშვიდად ადევნოთ თვალი მყიდველსა და კომპანიას შორის მოლაპარაკების სტატუსს. ამისათვის, საჭიროა შეხვიდეთ გვერდზე “გაგზავნილები”, სადაც მოცემულია თქვენ მიერ გაგზავნილი თითოეული მყიდველის მონაცემები. Სწორედ ამ ბაზაში მიიღებთ იმ დეველოპერი კომპანიისგან უკუკავშირს, რომელთანაც გააგზავნეთ მყიდველის მონაცემები. დეველოპერული კომპანიის უკუკავშირი შაბლონური სტატუსების და ვრცელი კომენტარების სახით აისახება თქვენს ბაზაში.


7. კომპანიების შეფასების სისტემა

თქვენ შეგიძლიათ, დაგროვილი გამოცდილების მიხედვით, 1-დან 10 ქულამდე შეაფასოთ კონკრეტული დეველოპერული კომპანია. Მაგალითად, თუ თქვენ ჩათვლით, რომ თქვენ მიერ გაგზავნილ მყიდველს კონკრეტული დეველოპერი არასათანადოდ მოემსახურა თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ შესაბამისი ქულით და კომენტარით. ასევე პირიქით, შეგიძლიათ დადებითად შეაფასოთ დეველოპერი კომპანიის საქმიანობა მათთვის მაღალი ქულის მინიჭებით.

8. Სანდოობა

Ჩვენ გვაქვს მყიდველების გადამოწმების და მონიტორინგის უნიკალური ხელსაწყოები. ამ ხელსაწყოების მეშვეობით ხდება თქვენ მიერ გაგზავნილი თითოეული მყიდველის დაკვირვება და გადამოწმება. ამ გზით, შეუძლებელია ნებისმიერი სახის გაუგებრობა ან საკომისიოს გადახდისთვის თავის არიდება. თქვენ ყოველთვის იღებთ კუთვნილ საკომისიოს, იმ შემთხვევაშიც კი თუკი გაგზავნილი მყიდველის ოჯახის წევრი ან ნათესავი შეიძენს ბინას.

9. Საკომისიოს მიღება

მყიდველსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდგომ თქვენ გერიცხებათ წინასწარ განსაზღვრული საკომისიო. საკომისიოების ნახვა  შეგიძლიათ “შეთავაზებების” გვერდზე. Საკომისიოს ჩარიცხვა ხდება თქვენს საბანკო ანგარიშზე, უნაღდო ანგარიშსწორებით.

როგორ მუშაობს
ლიდინის პლატფორმა?