როგორ მუშაობს?

ლიდინის პლატფორმა

ლიდინის პლატფორმაზე მოცემულია 50-ზე მეტი დეველოპერის 60-ზე მეტი პროექტი. გასაყიდ ბინებზე სრული ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ პლატფორმაზე რეგისტრაციის და ვერიფიკაციის პროცესის გავლის შემდგომ.

მყიდველის მოძიების სტრატეგია და მეთოდები ინდივიდუალურად მუშავდება ბროკერების მიერ. თუ თქვენ გარშემო ვინმე ეძებს ბინას ან თუნდაც, სხვა გზით შეგიძლიათ მოიძიოთ პოტენციური მყიდველი, გადმოაგზავნეთ ინფორმაცია Leadin-ის საიტზე და გამოიმუშავეთ 10000 ლარამდე საკომისიო.

მყიდველების გაგზავნა სულ რამდენიმე ველის შევსებით არის შესაძლებელი. თქვენ მიერ გაგზავნილი მყიდველების მონაცემები პირდაპირ ისახება დეველოპერული კომპანიის ბაზაში.

მყიდველების გაგზავნის შემდგომ თქვენ გაქვთ საშუალება თქვენი პირადი კაბინეტიდან თვალი ადევნოთ თითოეული მყიდველის სტატუსს. თქვენს ბაზაში ასახულია თუ რა ეტაპზეა ან როგორ დასრულდა თქვენ მიერ გაგზავნილ მყიდველსა და დეველოპერ კომპანიას შორის მოლაპარაკება.

Ჩვენ გვაქვს მყიდველების გადამოწმების და მონიტორინგის უნიკალური ხელსაწყოები. ამ ხელსაწყოების მეშვეობით ხდება თქვენ მიერ გაგზავნილ თითოეული მყიდველზე დაკვირვება და გადამოწმება. ამ გზით, შეუძლებელია ნებისმიერი სახის გაუგებრობა ან საკომისიოს გადახდისთვის თავის არიდება. თქვენ ყოველთვის იღებთ კუთვნილ საკომისიოს, იმ შემთხვევაშიც კი თუკი გაგზავნილი მყიდველის ოჯახის წევრი ან ნათესავი შეიძენს ბინას.

მყიდველსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდგომ თქვენ გერიცხებათ წინასწარ განსაზღვრული საკომისიო. საკომისიოების ნახვა შეგიძლიათ “შეთავაზებების” გვერდზე. Საკომისიოს ჩარიცხვა ხდება თქვენს საბანკო ანგარიშზე, უნაღდო ანგარიშსწორებით.

ბროკერები

მართე მარტივად მიმდინარე
პროცესები პლატფორმის დახმარებით

პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე. ამის შემდგომ, მყიდველის მონაცემების გაგზავნა შეგიძლიათ რამდენიმე გვერდიდან:

1) მთავარი გვერდიდან – დააჭირეთ ღილაკს “მყიდველის გაგზავნა” და შეავსეთ მოთხოვნილი მონაცემები.

გაიგე მეტი პლატფორმაზე >
დეველოპერები

მართე მარტივად მიმდინარე პროცესები პლატფორმის დახმარებით

პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ ვებ-გვერდზე. ამის შემდგომ, მყიდველის მონაცემების გაგზავნა შეგიძლიათ რამდენიმე გვერდიდან:

1) მთავარი გვერდიდან – დააჭირეთ ღილაკს “მყიდველის გაგზავნა” და შეავსეთ მოთხოვნილი მონაცემები.

გაიგე მეტი პლატფორმაზე >

ბროკერიების აკადემია

იმისთვის რომ, გახდეთ Leadin-ის ასოცირებული ბროკერი და მოიხმაროთ სერვისი, პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეთ სისტემაში.

სისტემაში რეგისტრაციისთვის დააჭირეთ ღილაკს “ჩემი გვერდი”, რის შემდგომაც დაინახავთ ღილაკს “რეგისტრაცია”. წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მოგეცემათ წვდომა კომპანიების შეთავაზებებზე და გასაყიდ ბინებზე.

გაიგე მეტი პლატფორმაზე >